610 მილიონი ლარი – მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარებას აანონსებს

January 8, 2021

საქართველოს მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარებისთვის  610 მილონი ლარის მობილიზებას გეგმავს. “ახალი წლიდან იწყება ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი დაახლოებით 610 მილიონი ლარია.

გიორგი გახარიას განმარტებით დახმარებას მიიღებენ შემდეგი პირები:

  • მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ისინი 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარს აიღებენ.
  • ყველა მოქალაქე, რომელსაც 65 000-დან 100 000 სოციალური ქულა აქვს ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 100 ლარიანი მხარდაჭერას  ექნებათ. 
  • ასევე ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა.
  • 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 100 ლარს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, რომ მათ სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ.

“ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა,“- თქვა პრემიერ-მინისტრმა.