Covid-19 -ის დაგვიანებული მართვა – დამოუკიდებელი კომისია ჩინეთისა და ჯანმო-ს აკრიტიკებს

January 19, 2021

„პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელი კომისია“ ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის პანდემიის დაგვიანებული მართვისთვის აკრიტიკებს – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კომისიის შუალედურ დასკვნაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გაკრიტიკებულია იმის გამო, რომ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 30 იანვარამდე არ გამოაცხადა. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ Covid 19-ის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლებას ჯანდაცვასთან დაკავშირებული ზომების გამკაცრება გასული წლის იანვარშივე შეეძლო. 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, თუ რატომ არ შეიკრიბა WHO- ს საგანგებო კომიტეტი იანვრის მესამე კვირამდე. 

”ტერმინის პანდემია გამოყენება ემსახურება ყურადღების გამახვილებას ჯანმრთელობის მოვლენის სიმძიმეზე. WHO- მ მხოლოდ 11 მარტს გამოიყენა ეს ტერმინი ”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულებები გაჩნდა ”ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს სიგნალი არ იქნა გათვალისწინებული”. 

„პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელ კომისიას“ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი ხელმძღვანელობენ. კომისიაში შემავალი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეფორმების გატარებაა საჭირო.

მედიის ცნობით, კომისიის წევრები, რომ ჯანმო-ს წევრი 194 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებისთვის რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დასკვნაში იქნება წარმოდგენილი. ანგარიშის საბოლოო ვერსია რომელიც მაისში უნდა გამოქვეყნდეს.