“Covid19-ის ვაქცინის რელიგიასთან დაკავშირება შეცდომაა” – აცრა და რელიგია, ინტერვიუ მართლმადიდებელ მოძღვართან

November 30, 2021

​ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

კორონავირუსის აცრის მოწინააღმდეგეთა შორის ბევრი მიზეზია გავრცელებული, ზოგი საფუძვლიანი, ზოგიც უსაფუძვლო. მათგან ერთ-ერთია რელიგიური შეხედულებები, რომელთა შესახებაც სოციალური ქსელის არაერთ დახურულ თუ  ღია ჯგუფში დიდი რაოდენობით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. 

​რეალურად რა წერია ბიბლიაში, რამდენად არსებობს კავშირი ვაქცინაციის საკითხსა და რელიგიურ შეხედულებებს შორის და რითი უნდა იხელმძღვანელონ მორწმუნეებმა აცრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – ამ საკითხებზე ჩვენ დეკანოზ თამაზ ლომიძეს ვესაუბრეთ