The Times: კიევში ზელენსკის მოსაკლავად 400 დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნეს

February 28, 2022

ბრიტანული The Times-ის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ის 400-ზე მეტ დაქირავებული მებრძოლი კიევში, კრემლის მითითებით, მოქმედებს.

გამოცემის წყაროების მიხედვით, სამხედროებს დაევალათ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრების მოკვლა, რათა კრემლს უკრაინაში ვითარების კონტროლისკენ გზა გაეხსნათ.

The Times წერს, რომ ეს ინფორმაცია, უკრაინის ხელისუფლებამ შაბათს, 26 თებერვალს დილით მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში კომენდანტის საათის პირობები გამკაცრდა, ყველა დამრღვევს „მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრად“ გამოაცხადებენ.

ავტორი: ცოტნე ყურაშვილი