თოვლის გამო წალკაში რამდენიმე სოფელთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდულია

March 11, 2022

თოვლისა და ნამქერის გამო წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილების პრობლემებია. შეზღუდულია მიმოსვლა ცენტრსა და რამდენიმე სოფელს შორის. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით შეზღუდულია მოძრაობა შემდეგ სოფლებში: ბარეთი, არ-სარვანი, თეჯისი.

მიმდინარეობს თუ არა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები? კითხვით მერიას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად წერილობით უნდა მივმართოთ.

ავტორები: საიდა მამედოვი, ქეთევან ბოლქვაძე