ნინოწმინდაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – StopCov.ge

October 9, 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნინოწმინდაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე რეგიონში ახალი კორონავირუსის 51 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა. მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია ახალციხეში მამაკაცის ინფიცირების წყარო.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ის შემთხვევები რეგიონში ასე ნაწილდება:

  • ადიგენი – 28,
  • ნინოწმინდა – 13 ,
  • ახალქალაქი – 7 ,
  • ასპინძა – 2
  • ახალციხე – 1.