ფაშინიანი ყარაბაღის ომის დასრულებაზე – ,,მივიღე მტკივნეული გადაწყვეტილება”

November 10, 2020

ნიკოლ ფაშინიანი Facebook -ის საკუთარ გვერდზე ადასტურებს, რომ დღეს ღამის 1:00 საათზე რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღის ომის დასრულების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გადაწყვეტილებას ფაშინიანი მძიმეს და მტკივნეულს უწოდებს.

აზერბაიჯანმა დღეს კიდევ ერთხელ გაავრცელა ყარაბაღის სტრატეგიული ქალაქის -შუსი აღების კადრები.

მედიები საუბრობენ რომ თავად ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას სომხეთის ოპოზიციური ძალები ითხოვენ.