117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

შეზღუდვები პარლამენტის გარეშე- რას ფიქრობენ ახალციხეში

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ექნება შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დააწესოს. ცვლილბები კანონში გამარტივებული სახით, ერთი მოსმენით მიიღეს.

დოკუმენტი ძალაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნება. მისი მოქმედების პერიოდში ჩატარდება წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობას შეეძლება შეზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიცაა პირთა გადაადგილება, შეკრების თავისუფლება, ეკონომიკური საქმიანობა. წესების დარღვევისთვის მოქალაქე 2 000 ლარით, კომპანია კი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ნახეთ, როგორ აფასებს სამცხე-ჯავახეთის ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამ ცვლილებას.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Оставьте комментарий