ნინოწმინდაში, წინასწარი ინფორმაციით მეხის დაცემამ ასზე მეტი ცხვარი მოკლა

August 10, 2021

“ჩვენთვის ცნობილია მთაში მკვდარი ცხვრების ამბავი, განცხადებით მოგვმართა მესაკუთრემ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრია და 150 ცხვარი მოუკვდა. მისი თქმით, ცხვრების სიკვდილი მეხის დაცემამ გამოიწვია. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ექსპერტიზა. შექმნილია კომისია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია არ ვიცი იმიტომ რომ დიდ თანხებზეა საუბარი.”- ამბობს ნინოწმინდის მერის მოადგილე ლექსო მიქელაძე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთაში, სადაც მწყემსები არიან დაბანაკებული, დაახლოებით, 500 სული ცხვარია მკვდარი, აქედან 150 სული ნინოწმინდის მკვიდრის საკუთრებაა. თავდაპირველად ვიდეომასალა ტელეკომპანია „ფარვანამ” გაავრცელა.