“ქეთევან ობოლაშვილი ჩემი ღვიძლი ბიძაშვილია” – “ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი

September 9, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში, ანტონ ობოლაშვილი ადასტურებს, რომ ცესკოს ნეიტრალური დამკვირვებელი მისი მკვიდრი ბიძაშვილია.  

ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ქეთევან ობოლაშვილი ანტონ ობოლაშვილის ახალო ნათესავია “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა, რის შემდეგაც ჩვენ დეპუტატობის კანდიდატს დავუკავშირდით და მან ფაქტი დაადასტურა

“ქეთი ჩემი ღვიძლი ბიძაშვილია. იგი ყოველთვის იყო იმ საოლქოში წევრად, ის მარტო წელს კი არ დაინიშნა , რამდენიმე წელია ქეთი მაგით არის დაკავებული. ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებული არანაირად არ არის. იმის გამო, რომ ოლქის წევრია ბიძაშვილობაზე უარს ვერ ვიტყვი,” – გვითხრა ობოლაშვილმა.

ჩვენ ინფორმაციის გავრცელების თანავე ცესკოს წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც გვიპასუხა, რომ ყველა წევრის არჩევა მოხდა კანონის დაცვით, რომლესაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც კი ესწრებოდნენ.

„მათი არჩევა გაიმართა კანონის სრულად დაცვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროებითი წევრები აირჩია ღია და გამჭვირვალე გარემოში. ამ პროცესს აკვირდებოდნენ რვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თითოეული პირი არჩეულია კოლეგიალურად. არჩეული 72 დროებითი წევრიდან 68-ს აქვს ამ კუთხით გამოცდილებაც. არცერთ მათგანს არ უფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, ანუ ისინი კეთილ სინდისიერად მუშაობენ,“ – გვითხრა ცესკო-ს პრეს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საგანგებო ბრიფინგი 7 სექტემბერს გამართა, ისინი მოითხოვენ ქეთევან ობოლაშვილის შეცვლას, რადგან მისი და ანტონ ობოლაშვილის ნათესაური კავშირი ხელს შეუშლის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიანად ჩატარებას.

Leave a Reply