13 850 ლარი “ღამის შოუს” წარმომადგენელს, უტენდეროდ-ადგიენი

August 11, 2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ  “ღამის შოუს”  ბენდის წარმომადგენელთან ჯიმო აბესაძესთან   13 850 ლარიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გაუფორმა. ბენდმა 12 აგვისტოს ადიგენში კონცერტი უნდა გამართოს – ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №159 და № 164 ირკვევა, რომ ადიგენის მერია 12 აგვისტოსთვის ჯამში 15 ათას ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. აქედან ზემოხსენებული თანხა გათვალისწინებულია მუსიკალური ბენდისთვის და გასართობი ღონისძიებისთვის, 500 ლარი ფოერვერკისთვის.

რატომ გააფორმეს გამარტივებული წესით ხელშეკრულება და რა პრინციპით შეარჩიეს აღნიშნული ბენდი ღონისძიებისთვის, საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მერიაში დავრეკეთ. როგორც მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, ციტატა : “ ბენდი მოსახლეობის თხოვნით შეირჩა. ამ გარემოებიდან გამომდინარე  ტენდერი არ გამოცხადდა.” რაც შეეხება კონკრეტულად რა თანხა უნდა გადაუხადონ ბენდს მერმა არ დაგვისახელა. 

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში გვეუბნებიან მსგავსი შემთხვევების დროს უმჯობესია ტენდერი გამოცხადდეს.

ადიგენის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება  12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით გაიმართება, სადაც სხვა გასართობ აქტივობებთან ერთად ღამის შოუს ბენდი კონცერტს გამართავს.