ახალქალაქის მერი , იურიკ უნანიანი გვეუბნება, რომ საკრებულოს სხდომას, რომელზეც ეს საკითხი განიხილებოდა არ დასწრებია, შესაბამისად არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღეს.
საკრებულოს აპარატის უფროსი, გოჰარ აკოფიანი კი გვეუბნება, რომ მოთხოვნა დასაკორექტირებლად და ბიუჯეტის შესამცირებლად მერიაში დააბრუნეს.
“ბევრი აქსესუარი იყო ჩამოწერილი, ამიტომ გავგზავნეთ მერიაში დასაკორექტირებლად. შეუძლიათ ხვალვე შემოიტანონ ინიციატივა თავიდან,” – გვითხრა აკოფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მერია 14 000 ლარს საახალწლო აქსესუარების შესაძენად ითხოვდა.