Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

ახალქალაქის სოფელ კოთელიაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

August 31, 2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 60 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მინი მოედნის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.

წინადადებების მიღება, 1-9 სექტემბერს იწარმოებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა შეასრულოს.