ახალციხეში პირველად “პეინტბოლში” შეჯიბრი გაიმართება

10/08/2022
113
Views

ახალციხეში 15 აგვისტოს, “პეინტბოლში” შეჯიბრი გაიმართება – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც უწყებაში გვითხრეს მსგავსი შეჯიბრი ქალაქში პირველად იმართება და უკვე საკმაოდ ბევრი განაცხადი აქვთ მიღებული.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15-27 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობით დაინტერესებულებმა, განაცხადის ფორმა ახალციხის მერიაში 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსოთ.

Comments are closed.