ახალციხის მერიამ სამი მიკროავტობუსი შეიძინა BY Misho Darbaidze June 25, 2025 ახალციხის მერიამ სამი მიკროავტობუსი შეიძინა. მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ერთ-ერთი სოფელ სვირის მიმართულებით იმოძრავებს, – ამის შესახებ მერმა, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა. ახალციხის მერიამ, შპს “ჯი-თი მოტორსს” M2 კატეგორიის 3 მიკროავტობუსისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი გადაუხადა.