ბორჯომში 23 წლის მამაკაცს დაზე ძალადობის ბრალდებით ელექტრონული ზედამხედველობა დაეკისრა – შსს

February 9, 2021

ბორჯომში 23 წლამდე მამაკაცს ოჯახში არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ელექტრონული ზედამხედველობა დაეკისრა – ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას – 2004 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,” – ნათქვამია განცხადებაში. ​

შსს-ს მიხედვით, მოძალადის მხრიდან, განმეორებითი ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა და პირს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც ეჭვმიტანილს მონიტორინგს გაუწევენ.

გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Toktv.ge