Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

გადაადგილების გრაფიკი სატვირთოებისთვის ფარავნის უღელტეხილზე

February 15, 2022

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილებისთვის გადაადგილების გრაფიკი დაწესდა. კერძოდ ​კოდა, ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ქარბუქის საშიშროების გამო, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მათივე ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.