გზა მხოლოდ სასაფლაომდე – კლდე

February 10, 2025

გზა მხოლოდ სასაფლაომდე – რა შედეგით დასრულდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” გამართული შეხვედრა კლდეში

ნახეთ სიუჟეტი

ამავე თემაზე: სასმელი წყალი, შიდა გზები – რა სურთ კლდეში მცხოვრებლებს

ტექსტი:

საავტომობილო გზის რომელ მონაკვეთს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას ახალციხის სოფელ კლდეში, სასაფლაოსთან, ამბულატორიასთან თუ ეკლესიასთან მისასვლელს? – აღნიშნულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მწვავე განხილვა მოჰყვა. 

საბოლოოდ მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არჩია. შესაბამისად, ეკლესიასთან ან ამბულატორიასთან მისასვლელი გზა იგივე მდგომარეობაში დარჩება, თუკი მას სხვა საბიუჯეტო ხარჯებით არ შეაკეთებენ.

გზების გარდა, კლდეში მცხოვრებლებს წყლის სისტემაც აწუხებთ, უფრო უსისტემობა, მაგრამ ბიუჯეტის სიმწირის გამო პრობლემა პრიორიტეტებში არ დასახელდა. პროგრამის ფარგლებში სოფელ კლდისთვის ჯამში სულ 16 000 ლარია გამოყოფილი, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის ზრდაც. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლდეში მცხოვრებლებთან შეხვედრა დღეს გაიმართა.