დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თითქმის 3 წლის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს 

June 6, 2025

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა, ეს პოსტი თითქმის სამი წლის წინ, 2022 წელს, ამირან გამყრელიძემ დატოვა და მას შემდეგ, ხელმძღვანელის მოვალეობას ჯერ თამარ გაბუნია, შემდეგ კი პაატა იმნაძე ასრულებდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ირაკლი ფურცელაძე, “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს თანამშრომლებს წარუდგინა. 

ამავე წყაროს ცნობით, 2011-2024 წლებში ის ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმაში“ მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის – გენერალურ დირექტორად.

ირაკლი ფურცელაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 50 ათასი ლარი შესწირა „ნაციონალურ მოძრაობას“.