დღეიდან მძღოლებისთვის ჯარიმები გამკაცრდა – შსს

May 1, 2026

დღეიდან ღვედის გამოუყენებლობის გამო 40 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდებით, ხოლო მართვისას ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში 30 ლარის ნაცვლად 50 ლარით, – შსს-ს ცნობით, დღეიდან ამოქმედდა ახალი წესები, რომლებიც გზებზე უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებებით იზრდება ჯარიმები და მკაცრდება სანქციები. კერძოდ: 

  • მანევრირების წესების დარღვევა – ჯარიმა 100 ლარი და -20 ქულა;
  • სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ) – 100 ლარი;
  • ღვედის გამოუყენებლობა – 50 ლარი და -10 ქულა;
  • მობილურის გამოყენება მართვისას – 50 ლარი.

ასევე, შსს-ს ცნობით, ახალციხე იმ ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც დგომა-გაჩერების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარია. აღნიშნული ცვლილება ეხება ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, გორს, ზუგდიდს და სხვას.

შსს-ს ცნობით, დიდ ქალაქებში ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერების გამო 100 ლარით დაჯარიმდებით. ტროტუარზე მოძრაობის შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდებით და -30 ქულა მოგაკლდებათ. ხოლო, სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერების გამო ჯარიმა 200 ლარია.

როგორც განცხადებაში ვკითხოლობთ, მკაცრდება სანქციები დრიფტზეც. დრიფტის დროს ადამიანის დაზიანების შემთხვევაში მძღოლს 500 ლარით დააჯარიმებენ და 6 თვით მართვის უფლებას შეუჩერებენ.

შსს ცნობით, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა, 8 191 კი – დაშავდა.