კვიპაროსი, კამელია, ზეთისხილის ხე, მარაო პალმა – ახალციხის მერია 730 სხვადასხვა სახეობის ხის ყიდვას აპირებს, ტენდერი 65 000-ზე მეტ ლარზეა გამოცხადებული, – ამის შესახებ ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებ გვერდზეა გამოყენებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შემდეგი სახეობის ხეების შესყიდვა:

ამავე დოკუმენტში მიუთითებენ, რომ შესყიდვის მიზანი, ქალაქ ახალციხის ქუჩების გამწვანება და იერსახის გაუმჯობესებაა.
წინადადებების მიღება 30 აპრილს იწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება. თანხის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება.