წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ავრანლოში ადგილობრივების თქმით სოფლის ცენტრალური გზა რამდენიმე დღის წინ სატკეპნი დანადგარით მოასწორეს, თუმცა, გზა ასე გამოიყურება.
TOK TV ის რედაქცია ავრანლოს რწმუნებულს ალექს ტუსუნოვს დაუკავშირდა, ჩვენ რწმუნებულს ვკითხეთ, რამ გამოიწვია მოსწორებული და მოხრეშილი გზის კვლავ დაზიანება.
რწმუნებული ამბობს რომ ,, ცუდი ადგილებია, სამუშაოები არ დასრულებულა მომდევნო 5 დღეში განახლდება და მოწესრიგდება სოფლის შიდა გზებიც. “
რა თანხაა გამოყოფილი და რა დაჯდა სოფლის გზის მოწესრიგება, სოფლის რწმუნებულმა არ იცის.
ადგილობივების თქმით, დაზიანებული და მოსაწესრიგებელია სოფლის შიდა გზებიც.
სოფლის გზებთან დაკავშირებით ვკითხეთ წალკის მერს ილია საბაძეს. მისი თქმით სოფლის შიდა გზების მოხრეშვა დაწყებულია ყველა სოფელში.
რა თანხა დაიხარჯა და იგეგმება თუ არა სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ჩვენმა რედაქციამ საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან წერილობით გამოითხოვა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
Tags: სოფელი ავრანლო, წალკა