რატომ არის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ასე შორს

October 26, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ღირსეული ინტეგრაცია და ადგილობრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა – სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ეს საკითხები წლებია მწვავედ დგას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გვეუბნებიან, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ჯერ კიდევ  გამოწვევად რჩება და ამ პრობლემის აღმოფხვრას ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება.