Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

როგორ მოუწევთ მგზავრობა სამცხე-ჯავახეთში

March 18, 2020

აისახება თუ არა პრემიერის გადაწყვეტილება ახალციხეში მოძრავ შიდა საქალაქო ტრანსპორტსა და სოფლებიდან მოსახლეობის გადამყვან მიკროავტობუსებზე. ამ კითხვით TOK TV სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს დაუკავშირდა.

„რეგულაციები, რომელიც არის ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ეხება სამცხე-ჯავახეთსაც. ხვალ თათბირზე უნდა შევხვდე თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სადაც გადავწყვეტთ რა ზომების გატარებაა საჭირო ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე TOK TV დაუკავშირდა ახალციხის შიდა საქალაქო ტრანსპორტის კომპანიის დირექტორის. ნუგზარ მამუკაშვილის განცხადებით, შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება, თუმცა ჩანაცვლდება თუ არა სხვა ალტერნატიული საშუალებით უწყებაში არ იციან.

„ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ტრანსპორტირების შეზღუდვა და არ ვიცი სხვა საშუალებებით მოვახდენთ თუ არა მოსახლეობის გადაყვანას. ჩემთვის არავის დაურეკავს და არც რაიმე სახის რეკომენდაცია მოუციათ,”- განაცხადა მამუკაშვილმა.

დღეს, 17 მარტს გამართულ სამთავრობო სხდომაზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 18 მარტიდან უნდა შეიზღუდოს მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა, როგორც დედაქალაქში ისე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.

Leave a Reply