სამცხე-ჯავახეთის ახალმა გუბერნატორმა განგვბლოკა
ზაალ გელაშვილის დანიშვნის დღიდან გუბერნატორმა ჩვენი სამი თანამშრომლის ნომერი დაბლოკა(მასალები იხილეთ კომენტარებში), ჩვენ მასთან დაკავშირება დღესაც ვცადეთ, როგორც აღმოჩნდა მან ნომერს ბლოკი უკვე მოხსნა.
“არ დამიბლოკიხართ” – ირწმუნება სამცხე-ჯავახეთის ახალი ახელმწიფო რწმუნებული.
დღეს, ჩვენ ახალ გუბერნატორს ვკითხეთ თუ რატომ არ მოგვეცა გუშინდელი შეხვედრის გაშუქება, სადაც იგი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს წარმომადგენლებს წარუდგინეს.
მედიის დაბლოკვით და დახურულ კარს მიღმა – სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის პირველი დღე
ბესიკ ამირანაშვილის ჩამნაცვლებელთან, ზაალ გელაშვილთან დაკავშირებას დანიშვნისთანავე ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა შემდეგ კი – დაგვბლოკა.
მას შემდეგ რაც ჩვენი ორი კოლეგის ნომერი დაბლოკა, გელაშვილს ჩვენი რედაქციიდან წალკის ბიუროს ჟურნალისტიც დაუკავშირდა. გელაშვილმა მის ზარს უპასუხა, თუმცა კითხვებს არა და თქვა, რომ მალე პრესკონფერენცია ექნებოდა. მეორე დღეს გელაშვილმა უკვე ისიც დაბლოკა.
გუბერნატორს კიდევ ერთმა კოლეგან დაურეკა, თუმცა მან თქვა, რომ ჩვენი სამი კოლეგის ტელეფონის ნომრები არ დაუბლოკავს
საუბრიდან ზუსტად 2 წუთში ჩვენ კვლავ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა – ნომრები ისევ დაბლოკილი იყო.