“უტარდება ნეიროქირურგიული ოპერაცია,” – კლინიკის დირექტორი, ვულკანიზაციაში დაშავებულ მამაკაცზე

March 6, 2025

“უტარდება ნეიროქირურგიული ოპერაცია,” – გვეუბნება, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, გუჯა გუჯაძე ვულკანიზაციაში დაშავებულ მამაკაცზე. 

“უგონო მდგომარეობაში იყო, მრავლობითი დაზიანებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უტარდება ნეიროქირურგიული ოპერაცია,” – გვითხრა დირექტორმა. 

შემთხვევა დღეს ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირი საბურავს ცვლიდა, რა დროსაც იგი გასკდა, ღერძიდან მოძვრა და ხელოსანს მოხვდა.

მათივე ინფორმაციით, პირი კლინიკაში გადაყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალციხეში, ვულკანიზაციაში ხელოსანი დაშავდა, მისი მდგომარეობა მძიმეა – კლინიკა

დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით? – შსს-სგან ინფორმაციის მიღებას მთელი დღეა ველოდებით.