ყურათუბანი: ცხოვრება 3 გლეხიან სოფელში

March 6, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

როგორ ცხოვრობენ ყურათუბანში, 3 გლეხიან სოფელში რომელსაც სოფლის სტატუსი წლებია აღარ აქვს – გთავაზობთ ვიდეოს.

  • ყურათუბანში 3 ოჯახი ცხოვრობს;
  • სოფელი ახალგაზრდებისგან თითქმის სულ დაცლილია;
  • ოფიციალურად ეს სოფელი აღარ არსებობს, რადგან 1949 წლიდან ელიაწმინდას შეუერთდა;
  • დასახლება ორ ნაწილად არის განლაგებული, ერთ მხარეს 3 მოსახლე ცხოვრობს, მეორე მხარეს კი – უკვე აღარავინ.

ციური შუბითიძის ოჯახი სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას მისდევს
“თანდათან სოფელი დაცარიელდა, აღარავის უნდა აქ ცხოვრება. ჩემი შვილიც არ ფიქრობს აქ დარჩენაზე,” – ციური შუბითიძე

რა პრობლემების მოგვარება სურთ ყურათუბანში, ნახეთ სიუჟეტი: “ახალგაზრდობა არ ჩერდება სოფელში, მიდიან,” – როგორ ცხოვრობენ ყურთუბანში