Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

წალკაში მეწარმეობის ხელშეწყობისათვის გაფორმებული მემორანდუმი #CENN #MercyCorps

April 8, 2022

ავტორები: სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა

რა საჭიროებები აქვთ წალკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მეწარმეებს, რა მიმართულებით სჭირდებათ ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობა და რა რესურსი არსებობს ამისთვის მუნიციპალიტეტში?  სწორედ ამ მიმართულებით განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით წალკაში CENN-ის მხარდაჭერით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა „Mercy Corps“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პროექტის ფარგლებში 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ  სამეწარმეო უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ ცოდნა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. 

“მერსი ქორფსის” მენეჯერის, უჩა ვარამაშვილს თქმით, „ახალგაზრდული მეწარმეობის“  ფარგლებში ადგილობრივებს საშუალება ექნებათ წამოიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.