Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

წალკის მერიამ უკრაინის დასახმარებლად თანხა გამოჰყო, რამდენი არ გვეუბნებიან

March 3, 2022

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხა გამოჰყო, – ინფორმაციას წალკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

ჩვენი რედაქცია გამოყოფილი თანხის დასაზუსტებლად წალკის  მერს ილია საბაძესა და მერიის  მოადგილეს ანზორ ხინიკაძეს დაუკავშირდა, თუმცა როგორც მერმა ასევე მისმა მოადგილემ ჩვენს დასმულ კითხვას არ უპასუხეს და ტელეფონი გაგვითიშეს.

გამოყოფილი თანხით, მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი პროდუქტები შეიძინა. უკრაინის მხარდასაჭერ კამპანიას შეუერთდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი კერძო კომპანიებიც. ჰუმანიტარული ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიგზავნა, სადაც აღნიშნული დახმარება გროვდება.

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია.

ავტორი: საიდა მამედოვა
თარიღი: 03.03.2022