“ჰექს ეპერის” რამდენიმე წლიანი პროექტი დასრულდა, ორგანიზატორებმა, ჩართულ მხარეებთან ერთად შედეგები შეაჯამეს – ნახეთ ვიდეო
ამავე თემაზე: 18 ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში, ევროკავშირის დაფინანსებით
ევროკავშირის მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში და ქვემო-ქართლში მცირე და საშუალი ბიზნესები დაფინანსდა
ისტორია მეწარმე, ეკა ბახტურიძის შესახებ
ძველი პურის საცხობიდან თანამედროვე საცხობი ტექნიკით აღჭურვილ პურფუნთუშეულის და საკონდიტრო საცხობამდე
ტექსტი:
ეს ფრანგი ქალბატონი ჯერმენია ამჯერად მარნეულში ცხოვრობს და დროდადრო წარმოდგენებს მართავს. მათ შორის ერთ-ერთი წარმოდგენა ჰექს ეპერის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამართა.
მადამ ჟერმენის უკან მარნეულელი ხელოვანი, არმენ ოგანესიანი დგას, რომელმაც სწორედ ჰექს ეპერის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით კაფე სახელოსნო დააფუძნა და სადაც შესაძლებლობა გაქვთ თოჯინების თეატრალური წარმოდგენების ნახოთ.
მის სახელოსნოში შეხვდებით კინტაურის, ჯეირანის მოცეკვავეებს და მომღერალ მგელს, რომელიც ანტონიო ბანდერასის ერთ-ერთ ჰიტს ასრულებს.
ჰექს ეპერის რამდენიმე წლიანი პროექტი 4 კომპონენტს მოიცავდა, სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების , მცირე და საშუალო ბიზნესის, მედია ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას და ჩართულობის ხელშეწყობას.
პროექტის ორგანიზატორებმა და ჩართულმა მხარეებმა აქტივობები შეაჯამეს.
პროექტის ფარგლებში, ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ჯამში 69 მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსდა, მათ შორის მესხური ფურნე ვიზიტორების გამასპინძლების და მასტერკლასების შესაძლებლობით, საკონდიტროები, პურის საცხობები, წისქვილი, სამკერვალოები, სილამაზის/ესთეტიკის ცენტრები და სხვა.
გრანტის ყველაზე მცირე ოდენობა 2 600 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დიდი – 171 000 ლარი.