250 000-მდე ლარი წალკის მერიის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის-ტენდერი

April 27, 2026

წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის  250 000-მდე ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულის სრული, მე-3 სართულის დერეფნის და კიბეების რეაბილიტაცია.

ამავე  დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება კედლებიდან და ჭერიდან დაზიანებული ნალესის მოხსნა, ოთახებსა და დერეფნებში პარკეტის იატაკის სრული დემონტაჟი, არსებული რადიატორების და სანათების დემონტაჟი. 

ასევე, მერია გეგმავს ხის კარ-ფანჯრების მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრებით ჩანაცვლებას.

წინადადებების მიღება 4-7 მაისს იწარმოებს.