Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

 4,6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელიას

July 18, 2025

 4,6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პროევროპული აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელიას, – გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. 

კვარაცხელიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. 

„დიდი მადლობა ჩემს საქმეებზე რომ დადიხართ… რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი“, – თქვა კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე.

ცნობისთვის, კვარაცხელიას საქმეში არ არის პოლიციელი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაზიანდა. თუმცა, გდდ-ს ორ თანამშრომელს, რომლებმაც სასამართლოზე თქვეს რომ მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედრიათ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს, დაზარალებულის სტატუსი აქვთ.