წალკაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობისთვის  250 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება-ტენდერი

April 29, 2026

წალკაში, კოსტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობისთვის  250 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 51 კვ.მ საპირფარეშოს მოწყობა. მიმდებარედ კი საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგება.

წინადადებების მიღება 1-4 მაისს იწარმოებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს.