აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, შესაძლოა კვლავ კოვიდ მიმღებ კლინიკად გადაკეთდეს – ამის შესახებ დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, რეგიონში საწოლ ფონდის პრობლემა შეიქმნა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა აბასთუმნის ფილტვის ცენტრი კვლავ კოვიდ საავადმყოფოდ მოეწყოს.
გარდა პანდემიისა გუბერნატორმა, ახალ არჩეულ მერებთან შეხვედრაზე 2021 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მომავალი წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.
დღეს ასევე იმსჯელეს ინტერმუნიციპალური სარაგბო კლუბის ,,ტაოს” დაფინანსების შესახებ, რა ოდენობის თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტებიდან კლუბისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშშიც მოხვდა, რომელშიც დაფინანსების მოდელთან და შესაძლო პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით იყო საუბარი. ვრცლად მასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე Toktv.ge
შეხვედრას, კორონა ვირუსის გამო, არ ესწრებოდნენ ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერები.