ადიგენიდან COVID-19-ზე გადაგზავნილი ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა, პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ TOK TV-ს კლინიკის მენეჯერმა , ლალი ბალახაშვილმა უთხრა.
კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი ადიგენის ცხელების ცენტრში მიიყვანეს, მისი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს.
ამ დროისთვის ადიგენის ცხელების ცენტრში მხოლოდ 1 პაციენტი წევს.
სამცხე-ჯავახეთში სულ 4 ცხელების ცენტრი ამოქმედდა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტლებში და ბორჯომის კლინიკაში.