წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მერი და “ქართული ოცნების”ადიგენის ოფისის ხელმძღვანელი, წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მარტავს, თუმცა ამის შესახებ არც წინასწარ ანონსდება და არც მედიას ატყობინებენ.
მერი, გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ მათ მედიისთვის შეტყობინების ვალდებულება არ აქვთ და თუ მიმართავენ ეტყვიან თუ რომელ სოფელში გეგმავენ გამართონ შეხვედრა.
გარდა ამისა, დღეს “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერი შეკრებილებს LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე, ე.წ “რუსული კანონის” გამართლებაზე და მეორე ფრონტზე ესაუბრება – ვკითხეთ მერს, რას ფიქრობს, რა უფრო საინტერესოა სოფელში მცხოვრებთათვის, ზემოხსენებული საკითხების განხილვა თუ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოუწესრიგებელი გზები, სასმელი წყალი და ა.შ
მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ ის საკითხები, რომელსაც შეხვედრებზე განიხილავენ არის მოსახლეობის მხრიან წამოსული.
აქვე გეტყვით, რომ შეხვედრების შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ აანონსებს, სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილიც. ( დეპუტატის უანონსო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში )
“ეს მიანიშნებს, რომ სამწუხაროდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იქცევიან როგორც დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც თავს ანგარიშვალდებულად გრძნობენ საზოგადოების წინაშე,” – გვეუბნება, მედიის ადვოკატირების კოალიციის ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძე.
არჩევნები რომელიც მემორანდუმადაც არის შეფასებული, 26 ოქტომბერს გაიმართება.