ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 33 წლის მამაკაცი მოკლეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1 პირი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 17 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.