ადიგენში, ე.წ “სამოციანებში” მცხოვრებთა გასაჭირი

March 10, 2025

ეს დაბა ადიგენია, ზაზაშვილის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. გამომდინარე იქიდან, რომ კორპუსში 60 ბინაა, აქაურები ამ ტერიტორიას “სამოციანებად” მოიხსენიებენ.

აქ მცხოვრებლები კორპუსში და მიმდებარედ არაერთ პრობლემაზე მიუთითებენ, მათ შორისაა დაზიანებული აივნები. 

ადგილობრივები პირად საუბრებში გვიყვებიან, რომ აივნების ძირი იშლება, ნარჩენები კი ძირს იყრება. შესაბამისად, აივნები სახიფათოა როგორც გამვლელებისთვის, ისე მცხოვრებლებისთვის.

ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან შეიტყო და “მოიკითხავს”

ამავე კორპუსში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ეზოში, შენობები, რომლებსაც საკუჭნაოებად, შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომად გამოიყენებდნენ დაანგრიეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები კვლავ დახურული სივრცეების აშენებას ელოდნენ, სანაცვლოდ ე.წ “გადახურული ფარდული” ააშენეს.

ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე, გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს:

ამავე ე.წ სამოციანებში მცხოვრებლები ამბობენ რომ კორპუსს სჭირდებათ სადარბაზოების მოწყობაც.

კორპუსი 70-80-იან წლებში აშენდა. საცხოვრებელ შენობას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამოციანების და კიდევ 10 კორპუსის გარე ფასადისთვის ადიგენის მერიამ 600 000-მდე დახარჯა.