ადიგენის ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა კორონავირუსზე ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
“ერთი პაციენტია მოთავსებული კლინიკაში, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა ,რის საფუძველზეც აუღეს ანალიზები და ლუგარში გადაგზავნეს,”- გვითხრა კლინიკის წარმომადვენელმა.
მისივე თქმით, პასუხები დღეს, 13 აპრილს საღამოს გახდება ცნობილი.
სამცხე-ჯავახეთში სულ 4 ცხელების ცენტრი ამოქმედდა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტლებში და ბორჯომის კლინიკაში.