დღეს, ახალციხის სოფელ მუგარეთთან ავარია მოხდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც ახალციხის კლინიკა ევექსში გადაიყვანეს
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენი რედაქცია ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ცდილობს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.