ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეუღლე და შვილი მრავლობითი მოტეხილობებით და ჰემატომებით თბილისში იაშვილის და კავკასიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Როგორც ახალქალაქის ევექსის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
შემთხვევა გუშინ, 20 დეკემბერს მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა და ხეს შეეჯახა.