სხვადასხვა შეფასებით, რუსული ნარატივის გამტარებელი ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” პარტიამ სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ოფისები გახსნა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს პარტიამ ოფისი ასპინძაში გახსნა, რომელსაც მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ნადიბაიძე და ვანო ჩოხელი უხელმძღვანელებენ.
ჩვენი რედაქცია ცდილობს აღნიშნულ პირებთან დაკავშირებას.
პარტიამ რეგიონში ოფისი პირველად ახალციხეში გახსნა. მას შემდეგ ეტაპობრივად მოიცვა უმეტესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული ნარატივით ცნობილი „ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.
ალტ-ინფოს პარტია ახალციხეში და ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები