ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
Წალკაში, ათენის ქუჩის 55 ა-ში, სადაც ალტ -ინფოს კონსერვატიული მოძრაობის ოფისი იყო, დღეს ავეჯის მაღაზიაა.
Პარტიამ რომ ოფისი დახურა, ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ფართის მესაკუთრე გვიდასტურებს. მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ბანერებიც ჩამოხსნეს. რატომ დატოვა პარტიამ ფართი – “კონსერვატიულ მოძრაობის”ცენტრალურ ოფისში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. წალკის ოფისის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კი ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
“ალტ-ინფოს” პარტიის ოფისი წალკაში ოფიციალურად გასული წლის 1 აპრილს გაიხსნა, თუმცა ამ საჯარო ცნობის მიუხედავად საჯარო საქმე მუნიციპალიტეტში მათ არაფერი გაუკეთებიათ. Საკუთრივ ფართი კი უმეტესად დახურული და უფუნქციო იყო.
ადგილობრივ ოფისს, გავრცელებული ინფორმაციით გირშელ ბუცხრიკიძე და მიხეილ ბერიძე ხელმძღვანელობდნენ.
კონსერვატიული მოძრაობის ოფისი მიმდინარე წლის 4 მარტს დაიხურა ახალციხეშიც.
“ალტ-ინფო” არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ, მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია. ორგანიზაციამ პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა “ 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა.