სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მომღერალი, ზურა ხაჩიძე სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა.
როგორც TOK2Regions-ს ეუბნება, იგი რუსეთში, რამდენიმე დღის წინ, “წმინდა ადგილების მოსალოცად” იმყოფებოდა და ამჟამად საქართველოშია.
იმის შესახებ, რომ ხაჩიძე რუსეთში იმყოფებოდა ინფორმაცია “ბათუმელებმა” გაავრცელა და თან ფოტო დაურთო, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის გვერდიდან იყო აღებული. ზურა ხაჩიძე, რუსეთიდან ვიდეოს საშუალებით მოქალაქეებს , რესტორან “ჩემთან”-ში ღონისძიებაზე ეპატიჟებოდა.
ამჟამად ვიდეო მასალა წაშლილია. რესტორანში ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ, თუმცა “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ვიდეო ბულინგის გამო წაშალეს. ამაზე ხაჩიძე გვპასუხობს, რომ “საბულინგო არაფერია”.