საქართველოს უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ეთნიკური უმცირესობებისთვის ამერიკის საელჩო საქართველოში არა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ საელჩო ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ ამერიკის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებ გვერდს. ( დააჭირეთ აქ )