დააკავეს 7 პირი, რომლებიც შიდა-ქართლში, წლების განმავლობაში უკანონოდ აწარმოებდნენ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს და უაქციზო სიგარეტს. ჯამში, შესაძლოა ათეულობით მილიონის ღირებულების, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამოიღეს 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი:
- არაყი BELUGA (ბელუგა),
- BELVEDER (ბელვედერი),
- GREY GOOSE (გრეი გუსი),
- ვისკი BORKAN (ბორკან),
- CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
გარდა ამისა, ჩხრეკისას ქარხანაში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში – დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე.
ამავე წყაროს ცნობით, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 318 000 კოლოფი უაქციზოსიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისთვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.