ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ადიგენის სოფელ ვარხანის საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში დათვლილი ხმები ამომრჩეველთა რაოდენობაზე 5-ით მეტია. ამის შესახებ ორგანიზაციამ საჩივარი ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაგზავნა.
თამუნა უჩიძე ამბობს, რომ აუცილებელია ოქმის გაბათილება და ხმების ხელახალი გადათვლა.
“ჩვენ ვნახეთ მხოლოდ პროპორციული შემაჯამებელი ოქმები, ჩვენ არ გვინახავს მაჟორიტარული ოქმები და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პრობლემები იყო სხვა უბნებზეც. დროის ფაქტორის გამო დავითვალეთ მხოლოდ კენტი საარჩევნო უბნები. ვითხოვთ, რომ მოხდეს ოქმის გაბათილება და ხელახლა გადათვლა,” – გვეუბნება უჩიძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სულ 19 ოლქში 61 უბანი გაასაჩივრა, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ოქმებში დისბალანსი გამოიკვეთა