რეკლამა
ანაზღაურება ზარალისთანავე — სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” მომხმარებელს განახლებულ აგროდაზღვევას სთავაზობს, რაც ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას მისი დადგომიდან უმოკლეს დროში ითვალისწინებს. ამ პირობას, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებიდან დაზღვეულებს მხოლოდ “ალდაგი” სთავაზობს.
თავი ქუდში – განახლებული პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ვაზის დაზღვევისას სადაზღვევო თანხის 50%-ს, სხვა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში — კი 30%-ს იხდის. შესაძლებელი იქნება კულტურების დაზღვევა ისეთი რისკებისგან, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ციტრუსოვანი კულტურებისთვის კი ამ რისკებს ემატება საშემოდგომო ყინვა.
განახლებული აგროდაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე და მათ გადახდის მოქნილი გრაფიკით, სამწლიან სადაზღვევო პოლისს სთავაზობს.
აგროდაზღვევის პროექტს სახელმწიფო, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, 2014 წლიდან ახორციელებს და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აგროსფეროში მოღვაწე პირების შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” მიერ მოსავლის დაზღვევაში ანაზღაურებული ზარალი 15 მილიონ ლარს აღემატება.