facebook: Toktv.ge
ახალციხეში 2 არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. შსს-ში ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს მანქანას უწყების თანამშრომელი მართავდა, თუმცა იყო თუ არა ეს სამსახურის ავტომობილი აღნიშნულზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
შემთხვევა 1 აპრილს მოხდა. როგორც მედია პლატფორმა, სამხრეთის კარიბჭე წერს დაზარალებულის მშობლის თქმით, არასრულწლოვნები საავადმყოფოში თავად მძღოლმა წაიყვანა.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მომხდარს გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ, როცა არასრულწლოვანი პირები შემოიყვანეს სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ და მათ კლინიკა უკვე დატოვეს.
“სტაბილური მდგომარეობით, მსუბუქი ტრამვით შემოიყვანეს და ახლა უკვე გავწერეთ,” – გვეუბნება კლინიკის დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე.
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.