არის თუ არა რუსული კვალი ლაჩინის დერეფანის  ჩაკეტვაში 

December 16, 2022

ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი აქტივისტების ჯგუფის მიერ უკვე მე-5  დღეა დაბლოკილია,  ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს. 

მედიის ცნობით, უთანხმოება  გზის იმ მონაკვეთს უკავშირდება, რომელიც სომხეთისთვის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა. იქიდან შედის სადავო ტერიტორიაზე სურსათი, მედიკამენტები და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტები. 

ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი აქტივისტების ჯგუფმა, ქალაქ შუშასთან მდებარე, რუსეთის სამშვიდობო პუნქტის მახლობლად გადაკეტა. დემონსტრანტები რუს სამშვიდობოებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევდნენ ეკონტროლებინათ სამთო საქმიანობა აღდარაში.(მარტაკერტი)

გზის გადაკეტვას გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მისი თქმით, ეს ქმედება ერევანს და ბაქოს შორის 2020 წელს დადებული შეთანხმების „უხეში დარღვევაა“.

საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ აზერბაიჯანს აღადგინოს მოძრაობა მთიანი ყარაბაღისკენ.  

ხედავს თუ არა რუსულ კვალს მიმდინარე პროცესებში კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ალიკა გუჩუა? – მისი თქმით, მას შემდეგ რაც დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ევროპროექტთან დაკავშირებით , ამ პროცესმა აღაშფოთა რუსეთი.